***
გაწვიმდა მილე, წუხელ გაწვიმდა და სახურავზე ჩამოწყდა წვეთი. ღამით მთოვარე ცა დარდად მცრიდა, ყელს მომაბნია ფიქრების ველი. სხეულს მოედო სიამის ქარი, ვით მარგალიტი ყელზე წყობილი. ვიყავ ეული, ვით თალხი ქნარი წარსულის სიმებს გამოყოლილი. ჩემი თვალები მკრთალი ვით ღამე, გიმზერს და ცქერით ქმნის მოგონებას. ბაგეს კი აკრთობს ღიმილის ფარდა და კესანებიც ნელნელა ჭკნება. გაწვიმდა მილე, დღესაც გაწვიმდა, მელოდიური გაისმა ზარი. და გააყოლა თეთრმა თითებმა კლავიშებს წვიმის სევდა და დარდი. გაწვიმდა მილე, ისევ გაწვიმდა და სახურავზე ჩამოწყდა წვეთი. იმ ერთ წვეთს გაჰყვა ნაზად და დინჯად ხანგადასული სიცოცხლე ჩემი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი