Adieu
მიმასვენებდნენ გზაზე დათოვლილ გადაფითრებულს მიცქერდა მთვარე, ღაწვებს მოდენილ ქართა ცვარული დაუამებდა მგლოვიართ სახეს. აქაურ ყოფით გადაღალული ზეცას გაწვენით მივეჯარები, შორით მიმზერენ, თვალ არიდებით თავს დაბლით ხრიან შაშვი-ყვავები. გაზაფხულობას აგვიანდება, უკანასკნელი ღამე დაისზე. შორით მთაწმინდის შემოღამება შემომირკალავს გულთმისან ფიქრებს. ჩემი თვალები, ცაზე გაკრულნი, დღესაც ამაყად გიმზერენ ფიქრით და ვით მწყურვალნი ეწაფებიან ხარბად ალიონს. ჩემი სხეული ვით ამური გადაკარგული, შეერთებია მდინარეებს ტალღაარეულს. ვხედავ ვნებები მოქუფრულან ცაზე ლოდებად, ტალღებს აზვირთულს ეჩქარებით რომ გადამკარგონ. მიმასვენებენ და ვერხვები მთათა მღერიან, ცაზე ღრუბლები გადიყრიან შავ-თეთრ დალალებს. მალე გაქრება ეს ტკივილი ამო ვით ფერფლი, სული ზეცას რომ დაივანებს ვხედავ იმ ღამეს. ქრება სხეული, დამუხტული ზეცით ვარ მთენი, ქარით მოხვეტილ ფოთლებში ვარ გადაკარგული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი