იასამნობა მშვენდება ზეცით
მიწას დაფარავს ნოტიო თრთვილი, იასამანი თითქოს ნებდება, და აღარ ისმის სევდის შრიალში ბულბულით ქართა გადამღერება. არის ფერადი და საუცხოო ფოთოლთ ტოტებში გადაფერდება, ისევე ნაზი, ისევე მჟღერი, ვით სილამაზის არ დაბერება. გილიოტინას შემართეს ხმალი, მახსოვს შიშზარის ხმა გამყინავი, მე კი ვიქცევდი თავს მელოდიით, როგორც ფოთლებით თავს ირთობს ქარი. მიწას ეცემა სისხლი წვეთობით, ლაქოვანია წამთან შეხება. იასამანი მშვიდია ახლა, იასამანი თითქოს ნებდება. გილიოტინას დაფარავს ცრემლი, არის სხეულით სულთან ფერება, იასამნობა იფრქვევა ზეცით, ვით მუსიკალურ ნოტთა ჟღერება. იასამნობა გრძელდება მაღლით, იასამნობით სული მშვენდება, და ნიავქარულ ფოთოლთ შრიალში ისმის ბულბულთა გადამღერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი