ღამე პარიზის
აპრილის თვეში დადგა ზამთარი, მელოდიური მახსოვს დაისი, ათოვდა მონმარტრს და ელისეის ზეცა ღვთიური თეთრი პარიზის. ღვთისმშობლის ტაძარს ვხედავდი ცხადად, მოჯადოებულს ციური ხიბლით, ბაგე გამიპო ყვავილთა თოვამ ღიმი მომგვარა ფანტელთ დაისით. ფიქრი აპრილზე ღიმილს მგვრის ახლაც, მოგონებები თმას ნაზად მიშლის, მახსოვს აპრილის ღამეს დაიწყო თოვა და ღელვა ციურ პარიზის. დიდხანს გასტანა, წუხელიც თოვდა, ღამე ვერლენის და სიფაქიზის, და დამათოვა ბაგეზე ნაზად ზამთრის ყვავილმა მაისის რითმით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი