დაბრუნება
სიმსუბუქე დამაკლდა ვით ვარსკვლავებს აისი, და ბგერები დამეპნა... ან, ბან, გან, დონ - ცა ითვლის. სტრიქონები სტროფებად გაჰყვა მდინართ დინებას, ნაკადულად გადიქცა გულზე სისხლთ მოდინება. მე ვით წვიმით კვირტები, გავიშალე ყლორტებად, განვიახლე სტროფები გულ-გონ-ფესვ-ღეროებად. და გავყევი მძივებად ქარებს თეთრი დაისის. იქ უდაბნოს ვარდივით გადამკარგეს ფიქრებმა, დატალღული გრძნობები ქარმა დააიმედა. მოგონება წარსულის ეზოს თეთრად მიკვალავს, მოაჯირზე მტევნები თითებს ახლაც მიცვარავს. სიმსუბუქე ვიგრძენი სახეს მოარ ნიავით, გავაცოცხლე წარსული ეზოში ხეტიალით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი