მალე გაქრება მაისი
ეგ სახე, ბაგე, ღიმილი, მზერა სარკმლიდან ფაქიზი, და ეგ თვალები, ვით ღამე, მრავლისმთქმელია და მშვიდი. თითები, თეთრი თითები, მელოდიური, ნატიფი. ბგერები ღამის წყვდიადში, მიმოფანტული სარკმლის წინ. ვხედავ შორია შენამდე, მალე გაქრება მაისი, ბაგეს გააკრთობს ღიმილი თოვლის ფიფქივით ფაქიზი. თვალები მაინც გიმზერენ დაუღალავი, საზრისით. თითები დამიტოვებენ დახუჭულ თვალებს გახელილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი