La bambina del caos


La bambina del caos

ქაოსებით ვიქმნი სისრულეს
გონში,
მერე ვალაგებ ბგერებს
ფიფქებად თოვლში.

აიკინძება ფიქრების რთველი
დანა-მძივებად,
სადაც ქარები კვლავ მოცარტის
დამშლის რითმებად.

მარცვლ-მარცვალ გავუყვები
სავალ ბილიკებს,
ისევ მწკრივებად.

ვიპოვით, როცა
რწმენას საკუთარ თავში,
არ შეგვაშინებს ახლობლობა
ჩვენ მომავალის.

კვლავ დავალაგებთ წვიმებს და ქარებს
და ავაწყობთ რითმებსაც დაშლილს.

მე ნოემბერში მოგიტანთ ვარდებს —
დანავარდულებს, აწ-სავარდოებს.
არც წითელ-ყვითელ, არც თეთრ,
არც რამე-ფრად საფერს —
ჩემებურ ფერებს.

გამოანათებს, როდესაც მნათი,
და ვიქნები მე მართალი
თქვენთან ფიქრებით.
მოვალ ისევე მარტოდმარტო,
ამ ლექსების
ნაზი რითმებით გადაღალული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი