გალაკტიონს


და გადავწიე ცხოვრების ფარდა,
როცა ინებეთ თქვენ ჩემგან წასვლა,
რომ დამენახა სამყარომ ფერი
უმნათოდ შთენით როგორ დაკარგა.

წერად მომაწვა გულსა და გონზე
და თბილ ტალღებად
სხეულს გადაწვდა.

და დამიმონა და დავემონე,
და გაიშალა ფიქრთ სარეცელი. 
ასე შეიქმნა ლექსები მჟღერი,
თავისი არსით მეტ-უფრო მთქმელი.

კვლავ გადავწიე ცხოვრების ფარდა
და მე ვიხილე — გამოანათა:

მე, შენ — ცამ გა-გთქვა
ათასი ფერით, 
მე, შენ — ფიქრმა გთქვა,
კვლავ ჩემი მელნით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი