***
იყო სიტყვა, იყო ღმერთი, იყო აზრი — ცა და მიწა. ცქერად ღირდა დედამიწა. იყო დღე და იყო ღამე — ჰარმონია მე ვიწამე. იყო ფიქრი — სუნთქვა ჩემი, სული — კრთომით მოზიარე. იყო სხივი, იყო მთენი — სარკმელს ვხსნიდი, ვერ ვიცდიდი. არის დილა, არის ღმერთი — სიცოცხლე ღირს სამშვინველის. გაქრა მიწა, გაქრა ხორცი — უჰაერო, ვერ-მეტყველი. დარჩა სული — არსით სრულით. ცამდე ასვლით — მე შევძელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი