***
შუკა-შუკა, შარა-შარა, ფეხით მავალს ჩქარა, ჩქარა, ქარდაქარ და ქართა, ქართა მსხვერპლი ვარ და აღარც ვმალავ. ისევ ისე, როცა მოთოვს, როცა ფიფქი მიწას ფარავს, მე გავდივარ ზამთარიდან, ცაზე ზევით, მზეთა დარად. იქ იმედი ყინულს ალღობს, გული ფეთქავს სამთა მარად. მეგებება ჰარმონია, სულებს ია მოჰფენია. ისევ ისე შარა-შარა, ქუჩა-ქუჩა სწრაფად მავალს, მოსახვევში ქარი მიცდის, ქარი ხარბად დამეწაფა. და იწყება ლექსების ღვრა ცაზე, მთაში, ბარად, ბარად, შევატოკებ დედამიწას, შუკა-შუკა, შარა-შარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი