Respire
გაფრმკრთალდა ღამის შუქი იისფერი ასოებით, გული მთვარემ შემორკალა, ააძგერა სასოებით. უხილავი მიწა მხიბლავს, ბინდისფერი უკვდავება, და ფიქრებით მოვერცხლილი ცაზე ვარსკვლავთ მდუმარება. ადაგიო, ადაგიო, დაამღერებ ჰანგებს თეთრად და ვით ვარდი მოწყვეტილი ფერებს კარგავ ნელა-ნელა. მიო, მიო, ჩემო მიო, ისე ქრები, როგორც ღამე, და სიცხადე ალიონის ჩაანაცვლებს შავ-თეთრ ფარდებს. ადაგიო, ადაგიო - კვლავ გაისმის თეთრი ბგერა, და მე ვცდილობ როგორც ჩვილი, სუნთქვას ვსწავლობ ნელა-ნელა. თუმცა წყნარი არის დილა, მაინც სუნთქვა მიხშირდება, და სულ მალე, ჩემო მიო, ცოდვა შემიმსუბუქდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი