Adiós
როგორ დაღლილან ქარები და რა ახლოა ნახვამდის, ტოტები ნაზად მოწყდება, ცრემლი თეთრია მარადის. წუხელ ისმოდა სიმღერა ვით განშორება ლამაზი, და მე მართობდა კლავიშზე გაცოცხლებული ნახვამდის. მახსოვს გინდოდა ნახვამდის რომ ყოფილიყო სალამი, თუმცა კი ქარებს შენამდე მოჰქონდა მხოლოდ ნახვამდის. წვეთი ჩამოწყდა მინაზე როგორც დაღლილი სალამი, და ყელზე მარგალიტივით მიმოაბნია ნახვამდის. გემშვიდობება ყველა უჯრედი გადაღალული ერთ დროს სალამით. თვალები ამბობს: Adios. თითები ამღერს: ნახვამდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი