***
გოგოვ იქნებ შემომხედო ფაქიზია მზერის ძაფი, და გაწყდება მალე ისიც, როგორც წვეთი ციდან მკრთალი. გოგოვ, იქნებ გამიღიმო, ისე გშვენის ვით ბაღს ვარდი, მოეფინე ჩემს გულს წამლად, გადადენე შორით დარდი. გოგოვ ნაწნავ ჩამოშლილო, იყვავილებ მალე ცაზე, შორეულო, უწვდენელო, თმას გაგიშლის ნაზად ღამე. გოგოვ, გოგოვ, შორეულო, ცად გაკრული ფიქრი გშვენის, და მე მხიბლავს ეგ სიშორე, თვალუწვდენელობა შენი. მახსოვს თეთრი ნოემბერი ელისეი ყვითელ დარდით, მზერა შორი, მოვერცხლილი, უდარდელი, ანცი ბავშვის. ეგ თვალები მრავლისმთქმელი სარკე ცის და ათას დარდის, სავსე არის ქარიშხლებით, დატალღული ფერად განცდით. გოგოვ ნიავთ მონაბერით კაბა ნაზად გიფრიალებს და ყვავილის ფანტელებით იფარება თეთრად არე. ეგ ხელები დათოვლილი იებს ფურცლებს ნელა აცლის, და ზამთარში კვლავ მდუმარედ იყვავილებს ლურჯი ბაღი. გოგოვ, იქნებ შემომხედო, ფაქიზია მზერის ძაფი. ვერ გაუძლებს ჟამთ დინებას და გაწყდება მალე ძაფიც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი