***


* * *  
მე თქვენ გშორდებით  
ფიქრების რთველში, 
როცა მაისი გადმოჰფენს ვერხვებს. 

მაგრამ გონს მუდამ ემახსოვრებით,  
ივნისის ღამეს მოგიძღვნით ლექსებს. 

როცა ცის პირი ინებებს ფერად,   
ოქროს დაცვარულ მზის სინათლეებს, 
მოვალ შორეთის უცხო მნათობის 
ნაცნობ ქუჩებით,  
მოგიალერსებთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი