***


ალბათ გული გააჩერებს ფეთქვას,  
სანამ ტბები ირეკლავენ ფერებს სინაზის 
და სულები ნავარდობენ ისევ სამარტოდ. 
სიცოცხლე კი კვლავ ეძლევა ტრფობას სავარდოს. 

მე მაისის ფიქრებს შევეზრდები,  
ფესვ-ღეროების, კვლავ ყლორტობის სუნმა დამატკბოს!  
და აღარსდროს ჩამოვეცლები  
ამ სიამით დამთვრალ სამყაროს. 

ნელი სვლით ვივლი ღვინო-ნაპკურებ,  
მოლივლივე ცებით მიწაზე  
და ვითხოვ თქვენგან მე შენდობას: 
ზენავ, ამავსე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი