***
მიწას ეფინება მთათა გარინდება, არის თავაშვება ჩემში უმძაფრესი, ბარდნის მაისებად, ბარდნის აპრილებად, გრძნობას ატიალებს ქარი უქარესი. თვალში გამეჩრება მთვარის მოჩვენება, ფურცელს აფერადებს რითმა უნაზესი, მერე დაიწყება ცდუნება ბუნებით დამაშვრალ სატანურ ძალების თარეშით. ბინდბუნდის ქარებში ყვავილობს აპრილი, მარსზე უპოვნია მას ბინა სამარტო, მიფრინავს თავაშვება, მიჰყვება აპრილი, გარდაიცვალება გრძნობა სარვამარტო! ფიქრი გაცუდდება, სული აღშფოთებით გაივლის გვირაბებს ხის ეტლით მავალი, იქნება სინანული, მერე სიხარულის ჩიტი იგალობებს ზარით უმაღლესით. თუ გინდა დაეშვი მიწაზე, მოეშვი ცოტა და ცოტათი, აზვირთდი ტალღებად, მცხუნვარე, მიწაზე განფინე დარდები. მე დაგწერ ყოველდღე ამბებად, ღამით შენ შეგიყვარდები, ჩაგივლის ცხოვრება დარდებად, მგზნებარე დემონურ ალების. Soundless, boundless cavity - უდაბნო - ჩემშია gravity, და ჰარმონია მაისის. ვგრძნობ, როგორ ეწამა აპრილი! Soundless, boundless, Cavity. უდაბნო - ჩემშია Gravity, შენში - ნეტარი სამოთხე და ოცნებათა საუფლო. ჩემში - იმედი საწუთრო, და არნახული Gravity. ფერადი, ჟღერადი საღამო ცაზე, ტაძრად მიყვანებას იმღერდა სასახლე. შენით გაცოცხლდება გრძნობა სარვამარტო ცაზე იბადები, როგორც Eternity.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი