La bella melodia di გალაკტიონი


რომ გაგემიჯნო არ გაგიკვირდეს,  
რომ გავეთიშო სამყაროს რითმებს,   
მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ.  

განა პოეტებს? განა შეგირდებს? 
მთელ გალაქტიკას,  
აზრებს და ფიქრებს. 

განცდებს, რომელთაც თავში ვალაგებ,  
როცა გული ძგერს.   
რითმებად ვიწვევ ციურ მნათობებს,  
მთათა შეგირდებს. 

ქარებს და წვიმებს, 
ალმაცერ ფიქრებს, 
ცეკვაში ვიწვევ  
მე თოვლის ფიფქებს. 

ნისლებს დაცვარულს, 
ოცნებებს მზისფერს, 
ოდნავ დანამულს. 

ცის კარზე ვიწვევ 
ტალღებს აზვირთულს, 
სად სიო მარტის 
სიგიჟით დაჰქრის. 
მე კი მივყვები ქარებს ქაოსის  
სულის ნავარდით. 

მარტებს, აპრილებს, 
მაისის ფიქრებს  
კვლავ ნოემბერში ვუძებნი რითმებს. 

და ვემიჯნები სამყაროს ისევ, 
და ვუბრუნდები ჩემებურ რითმებს,  
მე სიამაყით შორიდან გიცქერთ, 
მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი