მე საუკუნეს მივყვები ფერფლად


ამ საუკუნის მარწუხებში კვლავ ვიჭედები,
მე ნაწილებად ვხდები საცნობი,
ათწლეულობით ჩამოვრჩები საფანტ უკუნეთს
და ვმეორდები.

ისევ მიწები, ერებად თელვა,
მე, დაღალულმა, საუკუნო ცქერებით თქვენმა,
ფიქრი დავიწყე ფონის არჩევით.

სიტყვები ვძებნე, გზადაგზა ფენილ ბილიკს გავყევი,
გონებას ვთიშავ, მტევნებს საწერებს ვაწვდი სამელნით. 

გულისთქმა ჩემი იქნებ დაჯერდეს 
ჩემი გონების ამ სიშავთეთრეს
და განიკურნოს რეალობის მიღმა დარჩენით. 

წამების შემდეგ კვლავ განიცადოს
აღმაფრენები სულად საშენი,
სიტყვებით მშვენით გონების რთველი
დადგეს უნაზეს ფერთა არჩევით.

და გაფრენებიც იყოს ჩემებრი
სინაზით, კდემით, არსით საგემი.

მაგრამ დროება კვლავ მემტერება,
კართან მაცილებს სულმოუთქმელად,
ოღონდ მოვცილდე, ოღონდ წავიდე,
დე, გადავურჩე სულის მაცილებს!

კომენდიანტად ვიქცევი კვლავაც
თუკი დავიწყე დროების მართვა,
დროის პულტებით მე გზებზე სწრაფვა
უსიცოცხლობის არსში ჩამკარგავს.

მე საფანტების ვაზნებს მოვმართავ,
ეს საუკუნე ხელს გამიმართავს. 
ზნეებს ვცილდები და სადღაც ,,მაღლა“ 
ზე-უზნეობის მორევი მმართავს.

და სინანულის ფონზე გამქრალი,
დროების მოწმე, არ განმკიცხავი,
ვირწევი ცაზე სამზერ ლერწებად,
როცა ფერები ჩემს სულს ეცლება.

დე, იყოს წამი!
სიცოცხლის არსი ვიგრძნო წასულმა, 
წასვლის წინაც და მერეც, მოსულმა,
როგორც ყვავილმა ავდრის არმცოდნე ნორჩმა, ფაქიზმა, 
გაზაფხულობის წვიმით მორთულმა.

განვმეორდები, მივეცემი მელანქოლიებს
და გავაჩერებ გონს ერთი წამით.
ამ საუკუნეს მე ილუზიით შევიყოლიებ,
როგორც კვირტები ვარდობის ჟამს
თვალს ალოლიებს.

Და მე ვიხილე: მოკვდავია შვენება მისი,
ჭკნება ვარდები უფურცლობის ჟამით და დღისით,
ხმება ფესვები წლობით ნაფერ მოგონებებად,
ქრება სიტყვები ქუჩად მავალ ფოლიანტებად. 

მე საუკუნეს მივყვები ფერფლად, 
თქვენგან საფანტად განამეტები,
თქვენი მტევნები თქვენსავე ნასროლ ტყვიებს შეხვდება 
და გზებს სისხლისფრად შეღებავს მარტი. 

მე კი შემმოსავს ფერმიხდილი ოცნება ჩემი,
ტყვიებს ისხლეტს და ჩემი სხეულის მელანქოლიის
ალიონებზე ცებს უერთდება.

შემომიღამდა სავალ გზებზე
უსასრულობის ნაპირზე სვლებით,
ვერ შევერიე ცხოვრების ფიქრებს, 
მე ლაჟვარდებთან გავფრინდი ცებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი