Olala (alive)
ცოტათი დალეული ვარ, მე ნასვამი ვარ ცხოვრებით, ხეებში გაბნეულია ფერები იადონების. ეს ვარდისფერი სიჩუმე ოთახის კედლებს აფერავს, ვით სიყვარულის საკინძე, ამ ღამეს მე წყვდიადებად, მარგალიტად ვარ წყობილი, ნანატრი, ვით დიადემა. ყელზე მევლება მტრედივით და გარინდდება ვარსკვლავი, როგორც colore lacrime - თავისუფალი ალმასი. ღამე იშლება, ვით მძივი, Dawn-მა ქურთუკი მოისხა, ჰორიზონტს გაღმით აისმა ცისკრის სასმისი მაღირსა. მერე კი ფრთები გაშალა, ცაში არწივად აიჭრა. ეს სიმსუბუქე სამყაროს დასთა დასებად გაისმა: პირიმზე, დილის შვენება კვლავაც მაღირსა საუფლომ და ამაღლებულ განწყობით ვაგრძელებ წერას, ვსაუბრობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი