სიმფონია de la vita


სერპანტინული ქუჩების გზით
გადავიქცევი ამბად ხანდახან,
ამ ვიტრაჟული სვლის
ლაბირინთული ემოციები
რომბებად მსახავს.
ატმის ყვავილთა ფიქრს
მე გაზაფხულის ემოციის
ჰანგებს ვაქარგავ,
სად ჰარმონია სვლის
ცხოვრებისეულ არითმიას
გონიდან გაჰყავს.
აქ მე სიცოცხლე მცრის
და შემოდგომის სიმფონია
ისმის გზადაგზა.
ამ ილუზიას სვლის
ლანდისფერ ბინდად
მოწოლილი სევდა თან ახლავს.
ჩემი გონება კრთის
და რექვიემი ოცნებაზე
მათრობს თანდათან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი