Innamorato
მიყვარს ამ ლექსის რითმა, აძგერებები გულის, გალაკტიონი მიყვარს სამყაროს გულ-გონ-სრული! შებინდებისას მხიბლავს შეწითლებული ღაწვი, და ცეცხლი, ცეცხლი მწველი, დარდის ქარვება ქარით. ოჰ, მე სიცოცხლე მიყვარს, ყოფნა-არ ყოფნის ძაფი, ცის კამერული კოცნა, იასამანი ლურჯი. აფეთქებები მხიბლავს აშრიალებულ კაბის, ქარის ამბორი მწირავს, რითმიდან გასვლა გულის. მე სასმისებით მინდა ბაგეს ვაპკურო ღვინო, გადაბარდნილი სული ზეცას საშველად ვუთმო. ცაზე აისი მხიბლავს, აფეთქებები დარის, ღამის წყვდიადი მიყვარს თანაზიარი დარდის. გარდაცვალება მიყვარს მე მზით ნაფენი შუქის, და ჩრდილი მიყვარს ღამის აფერადება სულის. მე მზის სიკვდილი მიყვარს და დაბადება მთვარის, და გალა-ქტიკა მიყვარს ზამბახის ფერით ნაზი. შეფეთებები მიყვარს სარკმლით, ხატება შენი. შავი ვარდი ხარ ცალი, ღამეა ტყუპისცალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი