Venti di Novembre
ქარები ჰქრიან უფრო ნოემბრის, მალე საფლავიც გადაყვითლდება, შენს განსვენებულ სხეულს ყოველი წამი განცდილი არ ავიწყდება. ქარები ჰქრიან უფრო შორეთის და ჩემს სახლის წინ მოხვეტენ ფოთლებს, სიყვარულია გრძნობა, რომელიც ქარიან ღამეს აშიშვლებს ფოთლებს. ქარები ჩვენებრ ალიონებზე იწყებენ უმალ გამოქროლებას, გვთხოვენ შევჩერდეთ სულ ერთი წამით, რომ ვიგრძნოთ კვლავაც განმარტოება. ქარები ფიქრებს მივსებენ ქროლვით, გამიტაცებენ ნოემბრის ღამეს, შენს განსვენებულ სხეულს მოველი, ჩვენი სიცოცხლე გრძელდება ცაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი