Oh là là


გაპარებებით ალმაცერებით ფორიაქობენ შავი თვალები,
საფერავებით ღამენათევი დაფარფატებენ ჩემში ლანდები.
და მე მანცვიფრებს ქარის ამ მელოდიით რწევა,
გადაფითრდება ცაზე თეთრად ღრუბელთა ღელვა.
თმაში იშლება ველი იასამნობის ფერში,
ღამეს ათენებს მთვარე კვლავ სიყვარულის ფერში,
და ამ მეწამულ ცაზე ისე ვართ, როგორც ერთი:
გალა და მე და ღამე!
მე და ღამე და ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE