I venti di გალაკტიონი sofiano ancora
ოჰ, ეს ქარები, სულის ამრევი, ფიქრებს ფოთლებად გამოითხოვენ, ნოემბერს შვენის უბრალოება, შენ უფრო ქარით გიწამა ზენამ. და ეს ქარები, ანცი ქარები უდარდელობით გონს რომ გირთობენ, ხელით ნაწერი ფოლიანტებით ქარ-და-ქარ მავალ მტვერებს იხმობენ. ჩემი ქარები, შენი ქარები რევერანსებით კვლავ გაგვართობენ, დარდთა ნაირფერ გადაქარვების ფიქრებს მოხვეტენ და გააქრობენ. ისევ ქარები, წვიმის მაცნენი, კრთებიან, შფოთენ ცაზე, ტილოზე, სადაც იქმნება ფერთა ეოსი, იქ ქარებს მოაქვთ ფიქრთ-ეგეოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი