ღმერთის მიწაზე


რათ გინდათ ლექსი,    თუ არ კითხულობთ    და აღარც ეტრფით? 
 
სიტყვა რათ გინდათ?  
თუ არ გისმენენ  ხალხები ქვეყნის?!  
 
რა საჭიროა მერე წიგნები?  თუ არ ეყოლა  კვლავ წამკითხველი?!   
 
აზრი რათ გინდათ,   რისთვის ვიწვალოთ?   თუ არ მოისმენ  აზრთ განმკიცხავო.  
 
ფიქრი რაღად ღირს,  გონს ნუ დაძაბავთ,  თუ აღარავინ  მოჰყვება ამბავს.  
 
არსი რაღაა ჩვენი აქ ყოფნის,  თუ ახალს არ ვქმნით?!  
 
და სიხარული?   თუ არ ეყოლა  მოზიარე? 
არაფერია!  მიდი, ეზიარე!  
 
მაგრამ - „ავანტი!“  - გეძახის კვლავაც  ხმა შინაგანი.  
 
ნეტავ სად გარბის  ეგ ხორცი შენი?  
იქნებ სულშია  პრობლემა ჩვენი!   
 
ძალა გეცლება  და მაინც დგები!  
რისთვის ან ვისთვის?  
სხვისი თვალისთვის?    სხვისი ფიქრის   და მის აზრისთვის?  
 
მაგრამ არსისთვის?  სასაცილო ხარ  შენი თავისთვის. 

ეგ უძრაობა  ტვინის  რომ დათმო,  იქნება ღირდეს  მერე სიცოცხლე,   აქ, ღვთის მიწაზე,   კიდევ განაგრძო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE