სხვა ქვეყანაზე


ლანდად მომყვება მე  სილამაზე,
ეცლება მიწას  ზეცისკენ მავალ საფეხურებით  და ჰყვება ამბავს.   
კვლავ ილუზია - ჩრდილშია მიწა,  
სულის სიღრმეებს სამება იცავს,  
როცა წყვდიადით შესუდრულია  დედა-და-მიწა.  
შავით მოსილი ეს  სილამაზე  
ამაოების კარიბჭეს აღებს,    
დაიფერფლება ცებიდან არე.  
სხივი სინათლის  სიცოცხლეს აკრთობს  აჩენს როდესაც ადამიანი,  
იმედსაც აწრთობს. 
ზოგჯერ წყვდიადით სილუეტი  ნათელს გააქრობს,  
მხრებში მოხრილი ეფინება  როცა სამყაროს.  
მე ვფერადდები,  
ცის ფერებს ერწყმის სული მიხდილი,   სული ბინდისფერ ემოციების  იმედისფერად გამომსახველი.    
ტვინი განცდებით ეფემერულით,   მოგონებებით სიზმრისეულით  ირწევა, შფოთავს,  
გადაკარგული გზებით მავალი,    
ქიმზე კიდული ოცნებები  იღვიძებს როცა.  
მაშინ იხილავთ სამყაროებს  უსასოოდ ფერმიხდილ-შთენილთ,    
დედა-და-მიწებს ორად, სამად, ათად ნაფიცებს.   
მე სილუეტად მივყვები ბილიკს  მყარი ნაბიჯით
და ვკინძავ ფიქრით  ოცნებებს მზისფერს  ჩვეულ სიდინჯით.   
გამომაყოლებთ მზერას  წყლიანს,  
ოდეს მიხვდებით - იქნება გვიან.  
როცა აღარ ღირს  ფიქრი იმაზე,   
რას არ უწყალობს დრო,  არც რა ცაზე.    
დაიფერფლება კვლავ დედამიწა  
ამოვა როცა ჩემს მხარეს სხვა მზე.   გაიფანტება ღრუბელი ცაზე,  
გამოვანათებ ზეცის მიწაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი