Il pleut


წვიმს  და წვეთი ფიქრად მაცრის,
დარდებს ვატან ბნელ უკუნეთს,
წვიმის წვეთმა ცაზე შექმნა
თითქმის მთელი საუკუნე.
წვიმს გაზაფხულს, წვეთი მარდად
ჩემს გულის კარ უკაკუნებს,
ცამ სარტყელად განიცადა
ეპოპეა იისფერი,
როცა ველად გაიშალა
შვიდი ფერი სხვა ელფერში.
თავბრუს მახვევს და მიზიდავს
მე სამყარო იისფერი,
თვალზე რული მეკიდება,
გულზე ძგერა ატმისფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი