ბარდნის


ბარდნის, არ ჩერდება ციალი არლის. ბარდნის და ცაც შეშლილი ფიქრებად მაცრის. 
 
გზებად, ხიდებად, ლიანდაგებად  სიცოცხლეს მაცლის და დედამიწას აცრის სხივებად. 
 
ჩემს სულს სიმებად ვაწვდი სამყაროს 
და ეს ფანტელი რითმებად მე მშლის. 
 
და ისევ ბარდნის, არ ჩერდება, ბარდნის ძლიერად.  
 
ფიქრი ფანტელად გარდაიქმნება და მთოშავს, მყინავს, სულს სითბოს აცლის.
და ისევ სწრაფად, სულ უფრო სწრაფად ბარდნის და მბარდნის ციდან ფიქრებად.  
 
ბარდნის ლამაზად, ბარდნის იებად, მბარდნის მე ჭვირულ ემოციებად. 
 
ფანტელი სევდას საფეხურებად ზეცამდე მაწვდის და დედამიწას ემპათიური  პეიზაჟების წყებებად მაცრის. 
 
მცივა და მცვივა სული მძივებად, 
აიკინძება სიცივე ზამთრის. 
ბარდნის ლამაზად, ბარდნის იებად, მბარდნის მე მწიფე ემოციებად. 
 
გრძელდება ბარდნა, ციალი არლის, გრძელდება ბარდნა, ფიქრებად მაცრის. 
 
დგება დაისი ჯერ არ ნახული და გათენება კვლავ არ-საკმარი, 
შემოღამდება სიცოცხლის ცაზე ისევ უცნაურ ფერებად მქრქალით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი