ეველინას
შენ ისევ ლურჯი გაცვია კაბა, და მიუყვები ბილიკს ნაღვლიანს, შენი თვალები წააგავს ლამპარს, რომელიც მუდამ ანათებს სამ კარს. ბოლო სიზმრებიდან დაგრჩა ოდნავ აწეული ფარდა. დარდის სანუგეშოდ დარჩი, აღარ მოგინდება წასვლა. ახლა აშრიალებ ფურცლებს, კალამს უმოწყალოდ ტანჯავ, ნუთუ სიყვარულის წვეთი გულს არ ჩაგდგომია დამღად? უკვე სულ ყველაფერს მორჩი, აღარ იხედები უკან, და მე სიამაყით მესმის შენი ის პირველი ნატვრა. ხატავ, ისევ ხატავ წერილს და დაღლილ სიმღერას გავხარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი