ადამიანი


ჩვენ უკვე ვხვდებით აღარა გვაქვს ძალა ფრენისთვის, და უკვე დროა, რომ დავეშვათ კუთვნილ მიწაზე, რომელსაც ვკარგავთ დაუდევრობით და თან გვგონია ჩვენი მდევარი იმიტომ მოგვდევს, რომ სიკეთე სურს ჩვენი ფრთებისთვის. თუ ვინმეს მოთხოვ შეგიფაროს ფრთადამსხვრეული იგი მიწაა მამა პაპის დანატოვარი, და თუ კი იცი ამ პატარა მიწის სურნელი, მორთმეული საკვების გემო და გულის ცემა, მაშინ როდესაც არც კი გესმის მიწის ხმაური და შეძახილი: შეწყვიტე ფრენა! ჩვენ ერთმანეთი ახლა გვჭირდება რომ სამუდამოდ არ მოიშალოს ირგვლივ ზარები და კედლები რომელთაც ძალუძთ გაგაძლებინოს ყველა ზამთარში! ნუ დამივიწყებ, რადგან მე გაძლევ გონებას და დაუღალავ ფრთებს, რათა იგემო ყველა ნაყოფი!  მაგრამ იმდენად სუსტი აღმოჩნდი, ჩემს დავიწყებას აპირებ თავად და არც კი იცი, რომ შენი გულიც ჩემს გულთან ერთად გაჩერდება სამარადისოდ...                                                                                                                     
          მშობლის ვალია ფეხადგუმლ შვილებს გადაუშალოს ცხოვრების წიგნი, ფრთების გაზრდამდე დაანახოს მისი წარსული, თორემ ფრთაგაშლილს აღარ ჭირდება მშობლის ალერსი, ქვეყნის მიწა, მიწის ნაყოფი და იკვებება ის მუდმივი გაურკვევლობით, რომელიც დაღლის და დამარცხებას უწილადებს ქვეყნის წამქცევი, შლამიდან ამოზრდილი ბოროტი ხელი, რომლის მოკვეთის სურვილიც არ აქვს, არამედ სურს შლამიდან მზეზე გამოიტანოს და დაანახოს ირგვლივ ყველას მისი ნაშრომი, კეთილშობილი და მზრუნველი მისი საქმენი, ხოლო ბოროტის ერთი ხელიდან როგორც ყოველთვის მრავალი ხელი აღმოცენდება და მოედება მიწას სხივივით, ის კიარ ათბობს არამედ ახმობს, ირგვლივ სიკეთის ყველა მსურველს სახლთან დახვდება და შეეცდება მოწამლოს იგი.                                       
          მე ერთხელ ვნახე დაღლილი ფიქრი პატარა მიწის, ის ადამიანს გავდა იერით, დაღლილი იყო როგორც მოხუცი იღლება ხოლმე უპატრონობით, და დატიროდა ის თავის შვილებს რომლებმაც დედას არჩიეს ცოლი და დაავიწყდათ ცოლის მკლავებში დედის ალერსი და მამის ოფლი. ფიქრი ტვირთია, როცა მისი ხორცშემსხმელი აღარ ჩანს ძალა და არც იმედი...                                                                                                                                                
          მე ერთადერთი არ ვარ ამქვეყნად, მე მყავს და ძმები აურაცხელი, ჩვენ ერთი მიწა გვარგუნა ღმერთმა და ერთნაირი მოგვცა იმედი, ჩვენ ყოველ ღამე დაძინების წინ ჩვენს თავს ვპატიობთ ჩადენილ ცოდვებს და მოუთმენლად ველოდებით მომდევნო დღეს, გამოსწორების და ამაღლების, მაგრამ ამაოდ, გადაღლილები ათასგვარ ფიქრით ვეღარ ვახერხებთ გაძლიერებას საკუთარ თავის, და უკვე დროა რომ დავიჯეროთ გადაღლილობის, კი მართალია ჩვენი მოდგმა არ აღიარებს ამდაგვარ მცნებას, მაგრამ დრო არის აღიარების...                                                                                                                                            
            დაღლილობისას კი იქნებ ჯობდეს კიარ ვიფრინოთ ჩამოვარდნამდე, მიწას მივენდოთ და ერთმანეთის დაგლეჯილ მკერდზე მივადოთ თავი, გავაზიაროთ ერთმანეთის დაღლილ გულებში ჩვენი ნაფიქრი, რადგან გამგები და არც შენმდობი ერთმანეთის მეტი არ გვყავს არავინ. ყური დაუგდოთ პატარა მიწას და დავიჯეროთ ადამიანის! ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი