ბავშვობის მეგობრობა
ბავშვობის მეგობრობა ისეთვიე კარგია როგორც თვითონ ბავშვობა, ისეთივე ლაღი და თავისუფალი, ისეთივე უანგარო და წმინდა. პირადად მე ყველაფერს დავთმობდი ამ მეგობრობის სიცოცხლის ბოლომდე გასაგრძელებლად. ჩემი სურვილი კი პირველ რიგში იქნებოდა ბავშვობის ასაკშივე მცოდნოდა, რომ ეს ყველაფერი იმაზე დროებითა ვიდრე ცაზე დატოვებული თვითმფრინავის კვალი. ასეთ შემთხვევაში ვისურვებდი ბავშვობა მეგობრობის გარეშე გამეტარებინა ან იმაზე ნაკლები მეგობარი მყოლოდა ვიდრე მყავდა, რადგან ყოველი მათგანის დაკარგვისას უდიდესი ტკივილი განვიცადე, მაგრამ არა, ისინი მე ყველა ერთად დავკარგე და ეს უფრო ძლიერი ტკივილი იყო, როცა ერთიანად გამოგეცლება ყველა ხელიდან და ველოსიპედიდან გადმოვარდნილს ერთი წამომყენებელიც აღარ გყავს, მაშინ როცა მის ტარებას მეგობრები გასწავლიდნენ. ყველაზე მტკივნეული კი ისაა როცა დახმარების სათხოვნელად ბოლო ხმაზე იწყებ ყვირილს და შენი სიტყვები ექოს მსგავსად უკან გიბრუნდება, დიახ სიტყვები და არა ხმა, რადგან ეს შენი ხმა არაა, შენი მეგობრების ხმაა რომლებიც შენგან სწორედ მაშინ ითხოვენ დახმარებას როცა დაცემული ხარ და კიდევ დიდხანს არავინ წამოგაყენებს, თუმცა დახმარებას იმიტომ კიარ ითხოვენ რომ რაიმე უჭირთ, არა იმიტომ რომ შენ აღარ ითხოვო მათი დახმარება. სწორედ ამ დროს ხვდები, რომ ცხოვრებაში რაღაც ძალიან ტკბილს გემო ეცვლება და ბავშვობა დამთავრდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი