ფუტკარი
ოქტომბერში და ზოგადად შემოდგომაზე ოცნებები უფრო ფერადი ხდება ვიდრე იყო, ფერადი მაგრამ უფრო შეშინებული , უფრო გააზრებული და შეიძლება მწუხარეც, - როგორ ? შეიძლება კი ოცნება მწუხარე იყოს? -რათქმაუნდა ფერადი ოცნებები ისევე მწუხარე ხდება როგორც ჩამოვარდნილი ფოთოლი და თუ მალე არ მიხედე ხუნდება და ფერს კარგავს, ალბათ იმიტომ რომ მისი სილამაზე ვერავინ დააფასა და იმედ გადაწურულს, ასობით მანქნა გადავლილს მიზეზიც კი არ რჩება რომ სიფერადე, სილამაზე და იმედი შეინარჩუნოს. ასე ჩვენ სწორედ ის ოცნებები გვიკვდება რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვენივე ფეხით ვთელავთ. გამომდინარე ჩემი აღნაგობიდან სიცივე ყველაზე ბოლოს მე მაწუხებს, მანამდე კი ზამთრის მოახლოვებას ჩემი დის გაწითლებული ცხვირი მამცნობს ხოლმე. 2017 წლის შემოდგომა სასიამოვნოდ დაიწყო, სექტემბრის ბოლოს ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის ავტოგრაფით დამშვენბული წიგნი ჩავიდე ჩანთაში, რომელსაც უკვე მთელი თვეა ვატარებ მედ ძმის ფორმასთან ერთად, იმ იმედით რომ კლინიკაში სადაც სტაჟირებას გავდივარ გამომიჩნდება თავისუფალი დრო როცა ამ წიგნის წაკითხვას შევძლებ. ოცნებებზე საუბრი იმიტომ დავიწყე რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული ოცნება ექიმობაა, მისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება იყო, მეორე კი მედ ძმობაა რომელის რეალიზებასაც ვახერხებ სასწავლო პროგრამის მიწურულს, მას შემდეგ რაც უკვე ვიყავი მძღოლი და მეხანძრე-მაშველი, რაზეც არასოდეს მიოცნებია, მაგრამ აუცილებლად ვიოცნებებდი თავიდანვე რომ მცოდნოდა რამხელა სიამოვნების მომტანია ის მამაცობა, რომლის გამოჩენაც შეგიძლია საქმიანობს შესრულების დროს, შენ ან შენ თანაგუნდელს. მოკლედ რომ ვთქვა მეხანძრე-მაშველი ცდილობს ადამიანს იქამდე მიეშველოს ვიდრე ფიზიკურ ტრამვას მიიღებს, შექმნილი სახიფათო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ხშირია შემთვევები როცა უკვე ტრამვირებული და დაზიანებული ადამიანის დახსნა გიწევს განსაცდელისაგან, შემდეგ კი კლინიკაში აგზავნი სასწრაფო დახმარების მანქანით. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ექთნობა ამ პროფესიის გაგრძელებაა, იმის თქმა მინდა რომ ექთანს მეხანძრე არა, თუმცა მაშველი თავისუფლად შიძლება ვუწოდოთ.. კარგი ადამიანების გაცნობა ბედნიერებაა, რომელიც ღმერთმა არც კლინიკაში მომაკლო, ამიტომ უკვე შემიძლია ვთქვა, სტაჟირება წარმატებული გამოდგა და იმედია არამარტო ჩემთვის. პირველი მორიგეობა 16 საათიანი იყო, კლინიკაში მისვლამდე წინა დღეს სასწავლო ცენტრში მომხდარ ამბავს ვიხსენებდი სადაც ტრენინგის მიმდნარეობისას, რომელსაც ჩემი აზრით ამ ცენტრის საუკეთესო ტრენერი გვიტარებდა დამაყენა საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე, კერძოდ იმ შემთხვევაში ,თუ სიკვდილის შემდეგ რეინკარნაცია არსებობს, მოცემული ორი შესაძლებლობიდან, რომელს გამოვიყენებდი, გავხდებოდი ფუტკარი თუ ჭიამაია? დაუფიქრებლად ფუტკრობა ავირჩიე, ამით ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ ფუტკარივით მშრომელი ვარ, ან იქნებ იმ მხარეს გადაჯდომა დამეზარა სადაც ჭიამაიები დაჯდნენ? 5 საათზე კლინიკაში ვიყავი, გამოვიცვალე და რეანიმაციის გზას დავადექი, ლიფტში როგორც ყველას. პირველ შემთხვევაზე მეც მომინდა საკუთარი თავისთვის ფოტო გადამეღო სარკეში, თუმცა ჩემი აღნაგობის გამო თავი შევიკავე. სიმართლე ვთქვა მეშინოდა მისვლის და რაღაც მომენტში გავიფიქრე კიდეც ერთი დღით გადამედო, თუმცა მთავარმა ექთანმა ჩემს მიმართ ისეთი ყურადღება და კეთილგანწყობა გამოიჩინა ჩემნაირი ხათრის მქონე ადამიანისგან დარეკვა და კიდევ ერთი დღით გადაწევის თხოვნა გამორიცხული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი უარს არ მივიღებდი ამ თხოვნაზე. ჩემს მისვლას პაციენტთა ნახვის საათები დაემთხვა, რეანიმაციაში მისვლამდე რამდენიმე პალატა უნდა გამევლო, იმდენი იმედით აღსავსე თვალები ვნახე ჩემი მისამართით პაციენტთა მნახველებისაგან, რომ რეანიმაციაში უკვე დადებითი ემოციებით შევედი, რომელიც არც თუ ისე დიდხანს დარჩა ჩემთან, რეანიმაციაში შესვლის შემდეგ. როცა ასეთ უსუსურ მდომარეობაში უყურებ ადამიანს შეიძლება ეჭვმა შეგიპყროს არსებობს თუ არა ღმერთი? როცა ეჭვი მის არსებობაში ფიქრს ვერ დაგაწყებინებს, მერე უკვე იმაზე ფიქრობ ღმერთმა შექმნა თუ არა ადამიანი? ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, რადგან უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანთან მეორე ადამიანს ვხედავ, ექთნის ფორმაში, რომელიც მასზე ისე ზრუნავს თითქოს მთელი მისი ცხოვრების მიზანი ამ ადამიანის მოვლა და გადარჩენა იყო, აქ კი უკვე ისევ ვრწმუნდები რომ ადამინი ღმერთის ქმნილებაა. პირველი 10 წუთის შემდეგ ვფიქრობდი რომ აპარატების ხმაური ნერვიულ სისტემას დამიმახინჯებდა, თუმცა მალე ისე მივეჩვიე როცა ჩუმდებოდა უცნაური და უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, დაახლოებით იმდაგვარი როცა საყვარელ ადამიანთან საუბარი გინდა და გაგებუტება. აქ ადამიანს ბევრი ფიქრის დრო არ აქვს, არ შეუძლია იყოს ჩაფიქრებული საკუთარ პრობლემებზე, იყოს დათრგუნული იმის გამო რომ უკვე მესამე დღეა შვილებს ვერ ნახულობს, იყოს გამოუძინებელი, მიუხედავად იმისა რომ ძილის დრო არ აქვს. ვერ ვიძინებ, მიუხედავად იმისა რომ ამის უფლება მომცეს, სულმოუთქმელად ველოდები გათენებას და სახლში წასვლას, მინდა ყველაფერზე დაფიქრება შევძლო, რამდენად ვარ ამ საქმისათვის მოწოდებული? შემიძლია თუ არა გავხდე პროფესიონალი? სურვილი არაფერს ნიშნავს თუ მისი განხორციელება არ შეგიძლია, სათანადო დონეზე მისი აყვანა და ვარდივით გაფურჩქვნა, როცა ადამიანის სიცოცხლე შენს ხელშია ნახევრად ღმერთი ხარ და ნახევრად ეშმაკი, რადგან მისი გადარჩენაც შეგიძლია და დაღუპვაც. დილით ისევ ყველა პაციენტი მოვინახულე რეანიმაციაში, ყველა ექთანს სათითაოდ დავემშვიდობე და ვაკვირდებოდი მათ სახეებს, მინდოდა ამომეკითხა როგორი განწყობით ამთავრებდნენ სამუშაო დღეს, მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი, ყველას დაღლილ სახეზე ბედნირება ამოიკითხებოდა, არა იმიტომ რომ სამუშაო საათები დასრულდა, არამედ იმიტომ რომ მათ კიდევ ერთი დღე აჩუქეს თავიანთ პაციენტებს, თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, კიდევ ერთი დღით გაუხანგრძლივეს სიცოცხლე და ამაყად, მოწოდების სიმაღლეზე აბარებენ ახალ მორიგეებს თავიან პაციენტებს. მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ადამიანის დამარცხება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა სანამ ეს ადამიანი ასევე მოწოდების სიმაღლეზე მყოფ უმადურს არ შეხვდება, რომელთანაც ურთიერთობა მოუწევს, თუმცა იმედს ვიტოვებ ასეთი შემთხვევები იშვიათია და ასეთი დამარცხებაც დროებითი, ჭკუის სასწავლი. ძალიან დაღლილმა და მოთენთილმა მივაშურე ავტობუსის გაჩერებას, ჩავჯექი თუ არა ისევ ტრენინგზე მომხდარი ამბავი გამახსენდა, ოღონდ ამჯერად ფუტკრობა ნამდვილად აღარ მინდოდა, ალბათ კიდევ ერთხელ თუ დამაყენებს ვინმე ასეთი არჩევანის წინაშე დაუფიქრებლად ჭიამაიობას ავირჩევდი, რადგან ამ ქვეყანაზე იმდენი საქმე მაქვს საკეთბელი ჯობია მომდევნო ცხოვრებაში ცოტა დავისვენო, სხვებმა აკეთონ თაფლი, მე კი უფრო მარტივ საქმეს ავირჩევ, მცენარეებს დავიცავ ბუგრისა და სხვა მავნე მწერებისაგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი