ლეჩხუმი


პატარა, ლამაზი ციხეთა მშვნება, მე ვდგავარ ზემოდან ხვამლი მეჩვენება, ბაბუის ბაბუა მარიგებს ჭკვას: ,,საიდან დაჭექავს უსმინე ხვალ, იქნება ამინდის წყალობა გვხვდა და ვერ შეგველევი კვლავ, დარჩები ამ ვენახს დაუდგავ ხატს. თუ, მაინც ინდომებ წახვიდე სხვას გული აქ დაგრჩება ვერ გიცნობს სხვა, რაც გიდევს მაგ გულში აქ უნდა თქვა! აშენო, ამშვენო ციხეთა გზა, მომხდურთა წამხდენად იქეცი კვლავ! მერე კი მოუხმე შვილებს და მურის ხიდზე გაშალე შაბათი, გამღერებს ,,დაჰკარი“, გაცეკვებს ,,დაუხვდი“  და მოგეფერება ,,არ გაუშვა“,  თამადად დაგიდგება სიცხიანი ლადო, შეგივსებთ უსახელოურით იმ ცისფერ სარწყულს და ერთმუშტად შეკრულნი ვიქნებით მთლად... “  
   გუშინ მე ლეჩხუმი დამესიზმრა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი