მიწა


თუ მიწის ტკივილს არ გრძნობ, წარმოუდგენელია მისი განწირული ღრიალი მიანც არ გესმოდეს, და თუ არ გესმის, ხედავ მაინც, შენ კარებს მიღმა წყვდიადშია მთელი ქვეყანა. ადამიანთან განშორება მის დაკარგვარს არ ნიშნავს, ადამიანს მაშინ კარგავ როცა ივიწყებ. ადამიანთან და სამშობლოსთან ურთიერთობა ყველაზე მეტად გავს ერთმანეთს, მაგრამ სამშობლო ყველა ადამიანზე უფრო მომთმენი, მორჩილი, მიმტევებელი და საუკუნოდ შენი ოფლის მომლოდინეა, ოფლის რომელმაც შენი სამშობლოს მიწა უნდა დაალბოს, შენ კი ტლანქი ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ ფხიზლდები როცა გშია, ირგვლივ ვერაფერს ხედავ და ჩამოწოლილ წყვდიადს გინდა განშორდე და სამუდამოდ გადაივიწყო. 
     შენი ხმა არ მესმის, მხოლოდ დამცინავ ღიმილს გამჩნევ სახეზე და ვერ ვხვდები სად პოულობ ძალას, ძალას რომ კიდევ ერთხელ დამცინო? იმედი გაქვს შენც გაპატიებს შენი სამშობლო გაქილიკებას... განშორებას... დავიწყებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი