ფრთები


ქალს, რომელიც ჩემი გონების ოთხ კედელში ვერ გამოვკეტე, დიდხანს მივყვებოდი ზურგს უკან და შევამჩნიე ფრთები, რომელსაც მიმალავდა, ვფიქრობ არ უნდოდა შევეშინებინე და ეგრძნობინებინა რომ შეუძლია ნებისმიერ დროს გაფრინდეს ჩემი ცხოვრებიდან, ისევე მოულოდნელად როგორც გამოჩნდა.
          ოთახში ვზივარ, გული მიგრძნობს მალე შემოვა და ჩემს მარტოობას, უფრო ნათელს და გასაგებს გახდის, შემოდის კიდეც და ოცნების დაკარგვის აღარ მეშინია, რადგან ის ოცნების სადარაჯოზე დგება, თუ გამიმართლა და მოვასწარი მისი თვალების დანახვა, მთელი დღის სამყოფი ენერგიით ვივსები, თუ არა და შორიდან უვლის ჩემი ფიქრები, ვათვალიერებ მის ლამაზ, შავ თმას, ხელებს, რომელსაც ისე აფარფატებს ხოლმე თითქოს ყვავილებს გაზაფხულის სიომ დაუბერა.
მის მსუბუქ მხრებზე ალბათ ბევრ მძიმე ფიქრსა და თვალს დაუსვენია, მე კი შემიძლია ვთქვა, ყველაზე ფაქიზი ფიქრებით ვიგონებ, რომელიც მას არასოდეს შეაწუხებს.
         ასეთ ქალს შეუძლია კაცი უკვდავებას აზიაროს ან საკუთრი ნებით ათქმევინოს უკვდავებაზე უარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი