კვლავაც გვამხნევებს
ეძღვნება ქართველ ნიჭიერ პოეტს, ლაშა მაზანაშვილს ძმაო, კაცი ხარ კაცური და გააოცე ყველანი, სურნელს კვლავ აფრქვევს იისას შენი ღვთიური მელანი. სტრიქონებს სიბრძნით აღსავსე ფიქრის გამოჰყვა ალერსი, სულ საქართველო ბრწყინავდეს ლაშა, შენს ჭკვიან თვალებში! შეაზანზარებს შენი ხმა ლიტერატურულ მთა-გორებს, ყურს ნურასოდეს დაუგდებ ქვეყნიერების საღორეს. გვეძახი, კვლავაც გვამხნევებს ეგ შემართული მარჯვენა, ლექსი ფიალად გიპყრია და ლოცავ ჩვილთა გაჩენას. მამულის შემწედ შობილო, მუდამ ენთები ლამპარად, სულ გვეხსომები, შენს სახელს მტვერი ვერასდროს დაფარავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი