მისტიკა


რუხი მთვარის აჩრდილი ,ბლანტ ნისლების მანტიით,
იდუმალი მოტივი...
ისე მიცვლის განწყობას ,
ფიქრებს ვუხმობ მეგზურად,
ხეებსაც შეაჟრჟოლებთ ,თითქოს ზამთრის ლოდინი...
ალბათ დაუსრულებლად მოვინდომებ ხეტიალს,
ფერწერული ტილოა თუ ფოთოლთა ქაოსი...
მათრობელა სურნელით შევსებული სასმისი,
შემოდგომის ტრიუმფი,სრულყოფილი მშვენებით,
ელეგანტურ სამოსით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი