ქარი


აჰყვება მუზას თებერვლის ქარი,არეულ გზებით,
მეწამულ ფერთა გრადაციებით,
ლურჯი იებით.
დამზრალი ხელით ,
ჩამოხსნის გვირგვინს და მიაცილებს გადაღლილ ზამთარს...
ფერმკრთალი ისიც და სევდიანი თითქოს სულს ღაფავს...
თებერვლის ქარი ცად აწვდილ ალვებს ალერსით ავსებს,
გაცრეცილ დღეებს,
დროში განფენილთ უსასრულო ერთფეროვნებით,
დაათრობს ვნებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი