დეკემბერი


სუსხით და ქარიზმით ,
შემოდის ზამთარი ,
მოირგებს მისტიურ 
გრაფიკის პირბადეს,
მქრქალი ნაფეხური
 ქათქათა ფიფქებზე,
დღე იყო ასეთი მე რომ დავიბადე...
ცივი და მაინც როგორი მიმზიდველი ,
მიმქრალი სხივებით ,
მკრთალი ნაცრისფერი...
ზღაპრულ მირაჟებით და პერსონაჟებით,
მშფოთვარე ქარებით ,დგება დეკემბერი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი