დღეთა კრიალოსანი


მზე მარცვლის
 დღეთა კრიალოსანს ,
ოქროსფერ თითზე...
წელიწადების ჰარმონია,
 ქრება ზმანებად,
განვლილი დროის მირაჟები გვიჭრელებს თვალებს
და ნაზი სევდა ლამაზ გრძნობებს აამღელვარებს...
ჩუმი სიცივე შეგვახსენებს
 ცხოვრების ზამთარს,
დასტირის მოგონება 
გათელილ ყვავილებს...
ფეხარეული 
გავუყვებით მხცოვან ბილიკებს,
ვნებისგან დაცლილს
 ამ საწუთროს გავაქილიკებთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი