პაემანი
ეს პაემანი ნისლით და წვიმით, მე მოვდიოდი უამრავ ფიქრით, ქარს იასამნის მოჰქონდა ფიფქი... სიჩუმე ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ ორნი... შენ დგახარ ახლოს უცხო და შორი... იყო ბილიკი ორი სხვადასხვა, ყვებოდი ამბავს არ ჰგავდა ზღაპარს, იმ ნაცნობ ზღაპარს... და შენს თვალებში ვხედავდი სევდას... ვიდექით ორნი, ქარს იასამნის მოჰქონდა ფიფქი, იყავი უცხო ძალიან შორი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი