დედა


როცა დედა იავნანას მღერის,
ცაში გალობს ანგელოზთა დასი,
დედის ბაგით აღვლენილი ლოცვა ,
გაზაფხულის ყვავილებად გვაწვიმს...
და როდესაც ჩვენზე ზრუნვით დაღლილს ,
ღვთიურ თვალებს მოერევათ სევდა,
მოვეფეროთ,გავუქარვოთ დარდი
და ხელებზე ვეამბოროთ დედას...
სიყვარულის ზღვად რომ ღელავს მუდამ 
და სიცოცხლის საწყისია ჩვენი,
ცაში გალობს ანგელოზთა დასი,
როცა დედა იავნანას მღერის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი