ქალი და წვიმა


ნაზი ხელები ,
თითები თლილი,
მუქი თმის ტალღებს ,
ნერვულად არხევს,
ამ სილამაზეს,
 იდუმალ მზერას ,
თვალებს ალმასებს...
ნაქანდაკ სხეულს
 და ნატიფ ნაკვთებს...
ასე სასურველს და
თავბრუდამხვევს...
აპრილის წვიმის 
წვეთები თბილი ,
თითქოს უკოცნის ,
ვნებიან ბაგეს...
ნიავიც მისი 
ტრფიალით მთვრალი,
გულუხვად უძღვნის 
ყვავილთა ფანტელს...
ლამაზი ქალი 
ნელი ნაბიჯით 
მიჰყვება ქუჩებს ,
მიდის და წვიმა 
გაზაფხულის ბურუსში ახვევს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი