მესია
თიხა უსულო ,ძალა განგების, გაჩნდა ადამი, მას შემდეგ ორად გაიყო გენი, იყო კაენი იყო აბელი... და ინთებოდა მავანთ გული ბოროტი ზრახვით, უფლის რჩეულმა მხოლოდ კეთილ გზაზე იარა... ასე მოჰყვება საუკუნეებს ,ასე იწრთობა ადამიანად... ძმათ სიყვარული არის საგზალი, თვალები მისი ღვთიურ ნათელით, შარავანდედი ანგელოზების, ჩაუქრობელი ლოცვის სანთელი... იქ დაივანებს სად დემონი იბრძვის ბნელეთის... განგმირავს ისრით ,არის მესია, გმირობის ნიჭი მას დაჰყოლია, ამაღლებულის განცდაც მისია. მასვე ეწოდა ნეტარიც სწორედ, ცეცხლით დააშრობს ცოდვათა მორევს. როცა ის მოვა უდიდეს გონით, მადლით შემოსავს ,ყველას და ყოველს, ქართული სული ვით იყო ოდეს, მისთვის იღწვოდეს მისთვის იბრძოდეს, რეკდნენ ზარები წმინდა საყდარის, ყვაოდეს მიწა წინაპართა ნაამაგარი. მსგავსი დავითის ,მსგავსი თამარის, მოგვევლინება ,სხვა ხსნა არ არის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი