მონასტრის კედლებს მივაშურებ


მონასტრის კედლებს მივაშურებ,
სული წყურვილით დამაშვრალი....
თანმდევ ტკივილით...
ჩემში სევდად ჩამსხვრეული...
გრძნობა მისტიურ სიზმარეული...
თითქოს  ვულკანურ ნაპრალებიდან ამოხეთქილი,
შფოთვით, მელანქოლიით, ამაოების მოტივებით,მონოტონიით ....
გადაღლილ ,დაცლილ  და არეული,.. 
გაშლილ ტრამალებს ვხედავ შორეთში ...
ასე მიხმობს  ლოცვისთვის ღმერთი...
და მეც მივყვები ...
განცდა,ღრმა პათოსით ჩემეული,არა სიტყვებით...  
ნაცრისფერ, ტაძარს როგორც შვების ერთადერთ ადგილს მე მივაშურებ...
განმარტოება...
უძველეს ფრესკებს გაცოცხლებულს სანთლის არილით,დაუფლებული   სასოება...
მთელი სიმძაფრით ,ცნობიერი ამაოება...
ლოცვისთვის მიხმობს ,გულმხურვალეს..
მბჟუტავ კანდელის მქრქალი შუქი...
საკმევლის მისდევს ბლანტი არშია,
ძველი მონასტრის კედლებს ხავსიანს...
სადღაც მახლობლად დარეკავენ 
ზარები ცისკრის...
მამცნობს განთიადს
და თითქოს ცოდვის მძიმე ლოდებს მხრებიდან ვიხსნი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი