მუზა


სიტყვათ უეცარ ქაოსს 
ლაბირინთების გავლით,
გასეირნება სულის ,
სასოებით და კრძალვით...
აი რა არის ლექსი ,
ჩემთვის ღვთიური ცეცხლი,
როგორც პრომეთეს ძალა,
ხმა მითიური ზევსის...
ისე ამიტანს განცდა,
ახმაურებულ აზრთა,
მელანქოლიურ ხიბლით,
გრძნობების უხვი ტალღა,
წარმოსახვაც და არსიც,
უკვე საზღვრებს რომ გასცდა...
 ქვეცნობიერის წვდომა,
საკუთარ თავის პოვნა,...
გარდასახვაა სრული,
 ეს განწყობა რომ მოვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი