წვიმა
წვიმაა,შენ კი მთელი არსებით, ასე რომ გგონია, ეს წვიმა შენია... და როცა ეხები , მთრთოლვარე ხელებით, სულში ჩასახლებულ წვეთებს ეფერები... იდუმალ ფერებით და წარმოსახვებით... ღრუბლების აფრებით, წვიმს და ეს გრძნობები , ქცეულა სტიქიად... შენი რომ გგონია ისეთი ამინდია... ნისლებს ქაოტურად არღვევს გაელვება, წვეთებს თბილ ცრემლებად რომ დაგუბებულა, წვიმასთან ერთად რომ ჩამოიღვენთება... შენი რომ გგონია ისეთი ამინდია, წვიმს და ეს გრძნობები , ქცეულა სტიქიად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი