შემოდგომის სევდა
შენ გხიბლავს მუდამ, ძლიერ გაღელვებს, ხეებს მოწყვეტილ ფოთოლთა ტანგო, ტრიალებს ახლა საოცარ რიტმით და ეს ჩურჩული შორეული , ამ ლექსებს ამბობს... და ახლა ისე როგორც არასდროს, ქარის ალერსში გახვეული უსასრულობა, ისე დაგათრობს... მოგიძღვნის ამბორს... და ახლა ისე როგორც არასდროს , შენ გაექცევი ამაო ქილიკს, აქ მდუმარების ისმის ნოტები, მიჰყვები ასე ფეხაკრეფით ამ ნაცნობ ბილიკს... შენ ახლა ისე აგიტაცებს ხეების სუნთქვა, ისე აგრევს და თავბრუს გახვევს, სურნელი ამ დღის, ისევ მოგიწევს მაგიური ფერების ხილვა, ისე უეცრად გადაფარავს ამ ხავსებს ყინვა... დაელოდები ჩამავალი სხივების კრთომას, გამოიტირებ მშვენიერის დროებით კვდომას და ასე კრძალვით , ამ სიჩუმის ფერადი განცდით, შენ კიდევ ერთხელ , მიაცილებ , ნაზ შემოდგომას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი