ღამე
სერავდა ღამეს, ქიმმოქნილ მთვარის სხივი რძისფერი და ცივი სარკმლის მინანქარს აჩნდა თრთოლა თითების... ცა ვერცხლისფერი... სწვდებოდა სიზმარს არაცნობიერს, ჩემი ფიქრები... ტყდებოდა ღამე და იმსხვრეოდა ეული ხის ტოტებზე ყინვა... რუხ ბეღურებსაც სადღაც სხვაგან დაედოთ ბინა... მქრქალი ჩრდილები შერჩენოდა თვალებს თაფლისფერს და იღვრებოდა მისტიური , ზურმუხტის დილა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი