ფერთა მისტერია
როცა მწუხრის ჟამია , კალიების გნიასი, გაცრეცილი ფოთლებით , დგანან ტოტებდახრილი, როგორ აღმაფრთოვანებს ტირიფები სინაზით, გრძნობის აპოთეოზი... ლელქაშებით მოფენილ , დაშრეტილი ჭაობის , ამღვრეული ფერები, აქ წვიმების მეფეა, გადარეულ სისწრაფით მოვარდნილი სტიქია... გადაიქცა ცრემლებად , ტკივილების სერია, აუხდენელ ოცნებებს , ფერთა ამ მისტერიას, ალბათ რეალობაში ახდენა უწერია... თითქოს ლაბირინთებით, ანტიკური მითებით, მოცულია გონება, შლეგი მუზის მონებად, იქცნენ ახლა ფიქრები, ვნების ქარტეხილებით, მელოდიურ ბგერებად, მოვლენ ამ შთაგონებად, ემოციის სიმძაფრით მსურდა განმარტოება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი